მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნდა დავემორჩილოთ ექიმების მოწოდებას“ - მეუფე დიმიტრი ვაქცინაციაზე

მეუფე

პატრიარქის ძმისშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის გარდა პანდემიის დამარცხების გზა არ არსებობს, ამიტომ მოსახლეობა ექიმების მოწოდებას უნდა დაემორჩილოს.

„ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ექიმების მოწოდებას. ეკლესია გვეუბნება ცალსახად, რომ აქ რამე რწმენასთან არანაირ წინააღმდეგობაში რა მოდის. ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ პანდემიასთან ბრძოლის სხვა საშუალება არ არსებობს“, - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

ვაქცინაციას არ ეწინააღმდეგება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლი, თუმცა აცხადებს, რომ მეტი არგუმენტაცია არის საჭირო.

„პირადად მე ძალიან ბევრი ვაქცინა მაქვს გაკეთებული და ვფიქრობ, რომ ალბათ ამის გამო გადავურჩი ძალიან ბევრ დაავადებას, რომელსაც შეიძლება წაეღო ჩემი სიცოცხლე და გამონაკლისი არც დღევანდელობაა ამ თვალსაზრისით. მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განმარტება და მეტი არგუმენტი, მეტი დამაჯერებლობაა საჭირო“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ილია მეორე ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

⭕ „ზიარებაზე არც აცრა და არც აუცრელობა არ იმოქმედებს“ - მეუფე ნიკოლოზი

⭕ „ყველა ეკლესია-მონასტერს კურთხევა ეძლევა, სიტკბოების მიღებისთვის გამოიყენონ ერთჯერადი ჭიქები“ - საპატრიარქოს განცხადება