მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნგრეთში, სერბეთში და ბულგარეთში, არც რესტორანში, არც სასტუმროში, არავის მოუთხოვია აცრის თუ გამოჯანმრთელების საბუთი“ - იაგო ფრანგიშვილი

იაგო ფრანგიშვილი

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უნგრეთში, სერბეთსა თუ ბულგარეთში პირბადით ტურისტების გარდა არავინ დადის, ასევე, არ ითხოვენ კოვიდპასპორტებს სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის რესტორნებსა და სასტუმროებში.

ექიმის თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ კოვიდრეგულაციები, რომელიც ოფიციალურად არსებობს, რეალურ ცხოვრებაში არ გამოიყენება.

„სახელმწიფო ოფიციალური რეგულაციები რას ამბობენ, ეს სხვა ამბავია და გასცდები თუ არა ავსტრიას,
ცხოვრებაა, თითქოსდა კორონა ყოფილიყოს რაღაცა საშინელი სიზმარი მხოლოდ ჩემთვის და მათ ეს გაგონილიც არ ჰქონდეთ.

უნგრეთში, ან სერბეთში და ან ბულგარეთში უკვე პირბადით თუ ვინმეს ნახავ, 100% ტურისტია და არსად, არც რესტორანში, არც სასტუმროში არავის მოუთხოვია არავითარი აცრის თუ გამოჯანმრთელების საბუთი. ავტობუსითაც და ტრამვაითაც ვიმგზავრე და იქაც პირბადიანი მხოლოდ და მხოლოდ ტურისტია. თითქოსდა გლობალიზირებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ.

თითქოსდა სადმე ვინმემ თუ რაღაცა კურიოზული ქნა, სამ წუთში იცის მთელმა მსოფლიომ და ამ თემაზე პრაქტიკულად და ცხოვრებაში ყველანაირი რეგულაციის მოხსნაზე ამხელა ქვეყნებში, ჯერ არაფერი გამიგია. მოკლედ, გვასაზრდოებენ იმით, რაც „მიღებულია“ და „არ ვარდება სისტემიდან“. ცხოვრებისეული რეალობა რომ ნახო, უნდა იმგზავრო“, - წერს იაგო ფრანგიშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ - CDC დირექტორი

⭕ „ფაიზერის“ ვაქცინას მოქმედების ვადა დამატებით 3 თვე აქვს“ - თამარ გაბუნია

⭕ თუ ვაქცინაციის ტემპი არ გამოსწორდება, ეს ნიშნავს რომ საქართველომ პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიების, ვაქცინაციის გამოყენება ვერ მოახერხა - ივანე ჩხაიძე