მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„15 თებერვლიდან დავიწყებთ მოქალაქეების რეგისტრაციას გერმანიაში სოფლის მეურნეობაში დასასაქმებლად“- ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომ 2021 წლის 15 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება ,საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში სოფლის მეურნეობაში დასასაქმებლად.

„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად განსაზღვრული არის ჩვენი მოქალაქეების შრომითი ბაზრის აქტიური დასაქმება. მნიშვნელოვანია მოქალაქეების როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ ლეგალური დასაქმება და სწორედ ამ ფორმატში მნიშვნელოვანია, რომ წინა წლებში ჩატარდა არაერთი მოლაპარაკება რათა ჩვენს მოქალაქეებს განვითარებულ ქვეყნებში მისცემოდათ საშუალება ლეგალური დასაქმების“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ეს უზრუნველყოფს საქართველოს უფლებების დაცვას და მათ ღირსეულ შრომის ანაზღაურებას.

“სწორედ ამ კომპონენტში დაიდო ხელშეკრულება საქართველოსა და გერმანიის მთავრობას შორის, რომლის ფარგლებშიც, განგვესაზღვრა 2020 წლის პერიოდში მოქალაქეების დასაქმების რაოდენობა. ამ პროექტის განხორციელება გასულ წელს პანდემიის გამო ვერ მოხერხდა.

2021 წლის 15 თებერვლიდან მოგვეცემა საშუალება დავიწყოთ ჩვენი მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში სოფლის მეურნეობაში დასაქმების შესახებ.

ეს პროგრამა გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში.

გერმანიის მზად არის განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები თუმცა ასევე აუცილებლად უნდა იყოს განმარტებული, რომ ეს არის დროებით შრომითი მიგრაცია, რომლის ვადებიც განსაზღვრულია 3 თვით, რაც მიმართულია მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობისა და ევროპული გამოცდილების მისაღებად.