სამოქალაქო აქტივისტებმა რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა ბათუმშიც გააპროტესტეს - ისინი თბილისში, აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.
სამოქალაქო აქტივისტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. მათთან ერთად კი, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც არიან მობილიზებული.
რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა.
მას და მასთან ერთად მყოფ პირებს სამოქალაქო აქტივისტები ჯერ სასტუმრო „ვინოტელთან“ დახვდნენ, შემდეგ კი სასტუმრო „რუმსში“ სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს და კვერცხები დაუშინეს.