მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია

ტიკარაძე სამინისტროში

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გუშინ ჩამოფრინდა ის პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ველოდით.

დღეს საქართველოში არის უკვე „რემდესივირი“, რომელიც თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 პრემიერი: ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება შევძელით