მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები მივიღეთ“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები მიიღო. 

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაბუნიამ აღნიშნა, კვირის ბოლომდე კოვაქსის, „ფაიზერის“ და ქართული მხარის მონაწილეობით კონსულტაცია შედგება.

„ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კონსულტაცია კოვაქსის, „ფაიზერის“ და ქართული მხარის მონაწილეობით, სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება და გვეცოდინება ზუსტად როდის მივიღებთ შეპირებულ 29250 დოზას, რაც კოვაქსის პლატფორმის საშუალებით საქართველომ პირველ კვარტალში უნდა მიიღოს.

ამ დოზებს ველოდებოდით თებერვლის ბოლომდე, თუმცა „ფაიზერის“ მიერ დაყანებული დამატებითი მოთხოვნების გამო გარკვეული გადავადება გამოვიდა და ამდენად მიმდინარე პერიოდში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გაქვს, რომ მარტის პირველ-ორ კვირაში რეალურად მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში აქტიური კომუნიკაცია გრძელდება.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში „ასტრაზენეკასგანაც“ დეტალები დაზუსტდება.

„ასტრაზენეკასთანაც“ მიდის აქტიური კომუნიკაცია, როგორც კოვაქსის პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ „ასტრაზენეკასთან“. როგორც მოგეხსენებათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ავტორიზაცია მისცა „ასტრაზენეკას“ 2 ვაქცინას, ინდური და კორეული წარმოების.

ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მოსალოდნელია ის, რომ კოვაქსის პლატფორმით წვდომა გვქონდეს ორივე ამ ვაქცინაზე. ასევე, მიმდინარე დღეებში დეტალები ზუსტდება რა რაოდენობას მივიღებთ კოვაქსის საშუალებით. სავარაუდო წინასწარი რაოდენობა არის 315 ათას დოზამდე, მაგრამ ეს დაზუსტდება და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგახსენებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ კომენდანტის საათი ძალაში რჩება

✔️ პირველი მარტიდან საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას განაახლებენ