მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის დაპირისპირება არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

 გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს  მცდარია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს შორის კონსტრუქციული ურთიერთობაა და არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

„ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას რაც შეეხება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მონაწილე ამ პროცესის. შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მთლიანად წარმართავს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესს.

ეს არის უწყებათაშორისი საბჭო და მასში მონაწილეობენ, როგორც ჯანდაცვის, ასევე ფინანსთა, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი. ბატონი ამირანი ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, აქტიურად არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „უხერხულია იმაზე ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ავსებს აპლიკაციის ფორმას სწორად“