საზოგადოება

თსსუ-ის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.
15:42 08.09
დაკოპირებულია

სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია (ტრადიციულად ცნობილი, როგორც ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია - AMEE, Association for Medical Education in Europe) მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა, რომლის კოორდინაციით და ხელმძღვანელობით ხორციელდება ყველა მნიშვნელოვანი ინოვაცია სამედიცინო განათლების სფეროში. AMEE ყოველწლიურად ატარებს კონფერენციებს, სადაც განიხილება სამედიცინო განათლებაში ახალი მეთოდოლოგიები, მიღწევები და მომავალი პერსპექტივები.

2020 წლის 7-9 სექტემბერს კოვიდ-19-ის პანდემიის გამო AMEE-ს კონფერენცია ვირტუალურ სივრცეში იმართება. მიუხედავად უჩვეულო ფორმატისა, კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 3000-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 93 ქვეყნიდან.

პირველ დღეს კონფერენცია გახსნა AMEE-ს პრეზიდენტმა, პროფესორმა ტრევორ გიბსმა. შესავალი სიტყვის დასარულს AMEE-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამედიცინო განათლების განვითარებასა და ინოვაციების განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია არჩეულია AMEE-ს საპატიო წევრად.

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ საპასუხო სიტყვაში მადლობა გადაუხადა პროფესორ ტრევორ გიბსს მისი მოღვაწეობის ასეთი აღიარებისთვის, ხაზი გაუსვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და AMEE-ს შორის ტრადიციულ, მრავალწლიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება იყო 2019 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მსოფლიოში მესამე - რეგიონული მნიშვნელობის AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნა, სადაც რეგულარულად მიმდინარეობს ტრენინგები სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - LIVE

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 6 მშვ...
32 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი 200-დან ზემოთ, 400-500-ს შორის იმერ...
36 წუთის წინ
აზერბაიჯანელი სამხედროები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევას, დაბომბვის საფრთხის წინაშე აგრ...
37 წუთის წინ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყებამ უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების...
50 წუთის წინ
სპეციალური პენიტენციური სამსახური სპს ალექსანდრე კობაიძეს უჩივის
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრ...
50 წუთის წინ
გეგა შენგელია: ზუგდიდში წლის ბოლომდე 70-...
ქალაქ ზუგდიდში 50-მდე გზა რეაბილიტირდა. ასევე, იწყება მერაბ კოსტავას ქუჩის 2-კილ...
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის...
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხ...
12:00
800-მდე კოვიდინფიცირებული ბინაზე მკურნალ...
ბინაზე 800-მდე კოვიდადასტურებული მკურნალობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მო...