მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოლიმპიადაზე ქართველ ბირთვის მკვრელს დოპინგი აღმოუჩინეს

ბენიკ აბრამიანი
1627974266
სპორტი

ქართველი ბირთვის მკვრელი, ბენიკ აბრამიანი ტოკიოს ოლიმპიადას დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო გამოტოვებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მძლეოსანს ორგანიზმში სამი აკრძალული პრეპარატი დაუფიქსირდა. აბრამიანს უფლება აქვს, რომ კიდევ ერთი ტესტის ჩატარება მოითხოვოს.

36 წლის სპორტსმენს ასპარეზობა დღეს საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა დაეწყო.

ეს არის მეორე ანტიდოპინგური წესის დარღვევა ამ თამაშებზე. 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელ ნიგერიელ ბლესინგ ოკაგბარეს აღმოუჩინეს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატები.