მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ოთახის მომსახურე რობოტი, ებრაელები რაბინის დაკრძალვაზე, ნაღმების დამზადება - 3 თებერვლის მსოფლიო ფოტოებში

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 3 თებერვალი 2021 წ.

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 3 თებერვალს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ათასობით ებრაელი მონაწილეობს რაბინი მეშულამ დოვიდ სოლოვეიჩიკის დაკრძალვაში, მიუხედავად ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვებისა.
იერუსალიმი, ისრაელი 📸 რონენ ზვულუნი / როიტერი

მოქალაქე მიდის ბილიკზე მუბრას ტბასა და ეტანგ ლონგ ტბას შორის. კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა მრავალი შვეიცარიელი აიძულა ღამით თოვლით ტკბობისთვის მთებში გამგზავრებულიყო.
კრანს-მონტანა, შვეიცარია 📸 ლორან ჯილიერონი / EPA

ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მიდის სალოცავად ისლამური რესპუბლიკის გარდაცვლილი დამფუძნებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის მავზოლეუმში, მისი გადასახლებიდან დაბრუნების 42 წლისთავზე.
თეირანი, ირანი 📸 ხამენეი / AFP / Getty

რესპუბლიკის მოედანზე წყლის ჭავლი გაუშვეს, როცა მოსახლეობა გლობალური უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონპროექტს აპროტესტებდა.
პარიზი, საფრანგეთი 📸 ზიგფრიდ მოდოლა / Getty

წყალდიდობა კემბრიჯშირში.
კემბრიჯშირი, ინგლისი 📸 ტერი ჰარისი / რექსი

იემენელი და სუდანელი ჯარისკაცები განადგურების მიზნით ამზადებენ ნაღმებსა და სხვა ასაფეთქებლებს.
ჰაჯა, იემენი 📸 სინჰუა / რექსი

ხალხი იპანემის სანაპიროზე გასაგრილებლად იკრიბება, რადგან ტემპერატურამ +42 გრადუსს მიაღწია.
რიო დე ჟანეირო, ბრაზილია 📸 სააგენტო Anadolu / Getty

ქვემო მანჰეტენი სავსე მთვარის ფონზე.
ნიუ-იორკი აშშ გარი 📸 ჰერშორნი/ Getty

სამოქალაქო უსაფრთხოების თანამშრომელი იყენებს ქოლგას, ჟურნალისტებისთვის გადაღების ხელის შესაშლელად იმ დროს, როცა ჯანმო-ს ექსპერტები უჰანის ზღვის პროდუქტების დახურულ ბაზრობაზე შედიან.
ვუჰანი, ჩინეთი 📸 ნგ ჰან გუანი / AP

სპეცრაზმი დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციაზე.
კრასნოიარსკი, რუსეთი 📸 ანდრეი სამსონოვი / TACC

პროგნოზირებულია ძლიერი თოვლი და -13 გრადუსი ტემპერატურა.
ლოხ გლასკარნოჩი, შოტლანდია პიტერ ჯოლი / რექსი

რობოტი ოთახის მომსახურების სერვისს ასრულებს Sky Hotel–ში.
სანდტონი, სამხრეთ აფრიკა 📸 ლუკა სოლა / AFP / Getty

COVID 19-ის ტესტის რიგი პერტის საავადმყოფოსთან.
პერტი, ავსტრალია 📸 Richard Wainwright / AAP

ნიჰანგი (სიხი მეომარი) თავის სპილოს აძლევს ორცხობილას მსვლელობის დროს.
ამრიცარი, ინდოეთი 📸 Narinder Nanu / AFP / Getty

წინასწარ გამზადებული საფლავის ადგილები კორონავირუსით გარდაცვლილთა სასაფლაოზე.
მექსიკალი, მექსიკა 📸 როიტერი

გიგანტური ტალღები სანაპიროსთან კოშკურიან შენობას ეხეთქება.
პორტლევენი, ინგლისი 📸 კამერონ სმიტი / Getty

პალმეირას გულშემატკივრები ზეიმობენ თავიანთი გუნდის გამარჯვებას.
სან პაულო, ბრაზილია 📸 ამანდა პერობელი / როიტერი

„მთვარის სონატა“
საქართველო 📸 shermazana.