მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

BBC: მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს

ინფექცია 2020

დიდ ბრიტანეთსა და ხუთ სხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგად მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო, სიცოცხლის გადამრჩენი ორი მედიკამენტი აღმოაჩინა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მათივე ინფორმაციით, პრეპარატებს პანდემიის დროს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ.

გამოცემის ცნობით, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების „ტოცილიზუმაბისა“ და „სარილუმაბის“ მომარაგება უკვე ხელმისაწვდომია დიდ ბრიტანეთში, ამიტომ მათი გამოყენება შესაძლებელია ინფიცირებული პაციენტების დაუყოვნებლივ სამკურნალოდ.

წამყვანმა მკვლევარმა, პროფესორმა ენტონი გორდონმა, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯიდან, აღნიშნა, რომ მედიკამენტებმა შესაძლოა, ყოველი მე-12 პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს, - რასაც მან უწოდა „დიდი ეფექტი“.

მათი თქმით, გარდა სიკვდილის შემცირებისა, მკურნალობა აჩქარებს პაციენტების გამოჯანმრთელებას და ამცირებს დროის ხანგრძლივობას, რომელიც კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებს ინტენსიურ თერაპიაში სჭირდებათ.

როგორც ჩანს, ორივე პრეპარატი თანაბრად მუშაობს და ემატება იაფი სტეროიდული პრეპარატი დექსამეტაზონი , რომელიც აღმოჩნდა სიცოცხლის გადასარჩენად პირველი მკურნალობა.

ინფორმაციისთვის, მკურნალობის ღირებულება პაციენტზე დაახლოებით 750-დან 1000 ფუნტ სტერლინგამდე (1000 აშშ დოლარიდან 1,350 დოლარამდე) ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძვირია, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს გაცილებით ნაკლებია ვიდრე ინტენსიური თერაპიის საწოლზე დღეში 2000 ფუნტი სტერლინგი.