მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანადა კორონავირუსის ახალი შტამის გამო დიდ ბრიტანეთთან ფრენებს აჩერებს

ლონდონი, ბიგ ბენი

კანადა კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების გამო გაერთიანებულ სამეფოდან ფრენებს დროებით აჩერებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, კანადა ბრიტანეთიდან ფრენებს 72 საათის განმავლობაში წყვეტს. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო ფრენებზე.

გადაწყვეტილება ოფიციალურმა კანადამ მას შემდეგ მიიღო, რაც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა კოვიდ 19-ის ახალი შტამის შესახებ განცხადება გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ კანადაში ამ ახალ შტამთან დაკავშირებული არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, სამუშაოები გრძელდება იმის დასადგენად, არის თუ არა ეს ვარიანტი კანადაში, ან ადრე იყო თუ არა დაფიქსირებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით ქვეყანაში კოვიდინფექციის ახალი შტამის გამო დამატებითი რეგულაციები 19 დეკემბერს დააწესა.

ინფორმაციისთვის, კანადაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 507 795-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

ჯანმო კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ განცხადებას აკეთებს