რომის პაპს ფრანცისკეს და მის წინამორბედს, ბენედიქტე XVI-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდათ. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ფრანცისკე ამჟამად 84 წლისაა, ხოლო ბენედიქტე - 93 წლის. ორივე მათგანი რისკ-ჯგუფში შედიან. Covid 19-ის საწინააღმდეგო აცრის გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო იყო მიღებული.
ფრანცისკეს ახალგაზრდობაში ფილტვის ნაწილი ამოაჭრეს, ხოლო ბენედიქტეს ასაკის გამო ართრიტის პრობლემა აქვს.
რამდენიმე დღის წინ რომის პაპმა ფრანცისკემ ყველას მოუწოდა, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი ვაქცინას თავად გაიკეთებს.
იხილეთ აგრეთვე:
🔱 რომის პაპი ვაქცინის სამართლიანი განაწილებისკენ მოუწოდებს
🔱 რომის პაპი უსახლკაროებს Covid 19-ზე უფასო ტესტირებას სთავაზობს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებენ და პოლიტიკურ ძალებს თავშეკავებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები.
პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ბევრ საკითხზე, მათ შორის, ოთხ ძირითად თემაზე იმსჯელა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ პროკურატურას ვითარების განმუხტვა სურს, უნდა გააუქმონ როგორც დამძიმებული გირაო, ასევე, მოხსნან საკითხი ნიკა მელიას თავისუფლების აღკვეთის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხებს აზერბაიჯანული მიწა ჰქონდათ ოკუპირებული და „მის სისხლს წოვდნენ, როგორც წურბელები“. ამის შესახებ ალიევმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ნათესავებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.