მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი გამოცხადდა

კომენდანტის საათი საფრანგეთში

საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე 16 იანვრიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა. ის საღამოს 18.00-დან დილის 6 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ  politico.eu იუწყება. 

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტეკსმა განაცხადა, კომენდანტის საათი 15 დღის განმავლობაში იმოქმედებს. აკრძალვითი ღონისძიება კორონავირუსით დაავადების მაღალ დონეს და საფრანგეთში ბრიტანული შტამის გამოჩენას უკავშირდება.

18 იანვრიდან საფრანგეთში არაშენგენის ზონის ქვეყნებიდან ჩასულ ყველა პირს COVID 19-ზე ტესტის საბუთი უნდა ჰქონდეს. განმეორებით ტესტირებამდე კი ყველას 1-კვირიან კარანტინში უშვებენ.

საფრანგეთში Pfizer/BioNTech და Moderna-ს ვაქცინებით მოსახლეობის აცრა დაიწყო. თუმცა ამ დრომდე მხოლოდ 140 ათასი ადამიანია ვაქცინირებული.

პანდემიის დაწყებიდან საფრანგეთში კორონავირუსაის 3 მილიონამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. თითქმის 70 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე:

შსს-მ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1195 ფაქტი გამოავლინა

თენგიზ ცერცვაძე: რეგულაციები და მათ შესრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს