გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი ცვლილებაა ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა 30-35 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება, მოსალოდნელია სეტყვაც. ტემპერატურა 34-39 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში სინოპტიკოსები ღრუბლიან ამინდს ელიან. მაქსიმალური ტემპერატურა კვლავ +39 გრადუსი იქნება.