საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, 25 აგვისტოს, 17:00 საათზე, ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება.
ვორკშოპი „სტრატეგიული დაგეგმარება და აღსრულება“ ქალ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, ბიზნესის მიზნები სწორად ჩამოაყალიბონ და მათ მისაღწევად ეფექტიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ.
ვორკშოპს ალექსი გიჯაშვილი, AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუძღვება.
ღონისძიების ერთ-ერთი საკვანძო საკითხებია:
ვორკშოპზე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, დისკუსიაში ჩაერთონ და სპიკერთან ერთად სხვადასხვა ბიზნესქეისი განიხილონ.
ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში შედგება.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.