საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.8.0 ვერსიაში სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის განახლებული ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია. ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.
განახლებული ფუნქციონალით უკვე შესაძლებელია ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის თანხის მომენტალურად გადარიცხვა უცხოურ ვალუტაში, ამასთან:
განახლებული ფუნქციონალით უცხოურ ვალუტაში შესრულებული თანხის გადატანა-გადმოტანის ოპერაცია 1 იანვრამდე საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი
გადარიცხვა ხელმისაწვდომია შემდეგ ქვეყნებში:
ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, კვიპროსი, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი.
გადადი მობილბანკში და გამოცადე მომენტალური გადარიცხვის ფუნქციონალი.