მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, კორონავირუსმა 17 ორსული იმსხვერპლა და მათ შორის არცერთი არ იყო ვაქცინირებული - NCDC

ორსული ქალის გასინჯვა
1636098602
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მეშვიდე გადახედვის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ორსულებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ს შეადგენდა, რაც 8.6% არის.

⚫ 2020 წელს - 3 304 (7.3% 2020 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან)

⚫ 2021 წელს - 4 034 (10.1% 2021 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან)

ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის 13.8%

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებულ შემთხვევების წილი მაღალია ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ამასთან, 2020 წელს 3 304 ინფიცირებული ორსული იყო აღრიცხული, 2021 წელს - 4 034.

COVID 19-ით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან ლეტალური გამოსავალი აღირიცხა 17 შემთხვევაში, მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული, ლეტალობის მაჩვენებელი - 0.23%

⚫ 2020 წელს - 1 შემთხვევა, ლეტალობის მაჩვენებელი - 0.03%

⚫ 2021 წელს - 16 შემთხვევა, ლეტალობის მაჩვენებელი - 0.4%

სრულად ვაქცინირებულ ორსულებში კორონავირუსით ინფიცირება ძალიან დაბალია. ამასთან, ასაკის მატებასთან ერთად ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი, როგორც მინიმუმ 1 დოზით აცრილების, ისე სრულად ვაქცინირებულების.