მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ორსულებისთვის უსაფრთხოა - კვლევა

ორსული
1635104690
COVID-19

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ორსულებისა და ნაყოფისთვის უსაფრთხოა, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევაში მონაწილე მცირე ჯგუფის მონაცემების მიხედვით, ვაქცინას უარყოფითი გავლენა არ ჰქონია კვლევაში ჩართულ ორსულებზე, რომლებიც საკვლევ პერიოდში დაორსულდნენ.

მუცლის მოშლის მაჩვენებელი დაახლოებით იგივე იყო, ვაქცინის მიმღებსა და პლაცებოს ჯგუფებს შორის, ასევე არ დაფიქსირებულა მკვდარშობადობა და ახალშობილთა სიკვდილი.

კვლევაში მონაწილე 50-მა პირმა მიიღო ვაქცინა, ხოლო 43-მა პლაცებო.

საერთო ჯამში, კვლევა 107 ორსულში ჩატარდა, კვლევის პერიოდში 15 ჩვილი დაიბადა, მათგან 10 ვაქცინის, 5 კი პლაცებო ჯგუფში იყო.

ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ორსულებში დაინფიცირების რისკი მაღალია. ინგლისში, კორონავირუსით დაავადებულ ორსულთა 20%-ს, არავაქცინირებული ორსულები წარმოადგენენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ორსულობის დროს იზრდება მუცლის შიდა წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბევრი პრობლემა“ - კონსტანტინე ჩახუნაშვილი

👉 „ორსულებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნებიან“

👉 „ყველა ორსული ან ვისაც დაფეხმძიმება სურს, აუცილებლად უნდა აიცრას“