მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აცრილებში ფილტვის ქსოვილი შედარებით ნაკლებად ზიანდება“ - ლევან რატიანი

ექიმი ლევან რატიანი
1636370736
COVID-19

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა „იმედის“ ეთერში, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ადამიანს სიკვდილიანობისგან იცავს.

მისი თქმით, აცრილი ადამიანის ინფიცირების შემთხვევაში პაციენტის რეანიმაციაში მოხვედრისა და გარდაცვალების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.

„როდესაც ადამიანი არის ვაქცინირებული, მის ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები და ინფექციის მოხვედრის შემთხვევაში მეტი ალბათობა არსებობს იმისა მარტივად გადალახოს დაავადება.

ვაქცინაცია არ ნიშნავს ინფექციის არმიღებას. აცრილი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, ჩვეულებრივად იყოს ინფექციის გადამტანი, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც აცრის სიკეთეა, ეს არის, რომ ვაქცინირებული პაციენტების 95%-ს ინტენსიური რეანიმაციული მეთვალყურეობა არ სჭირდება. ვაქცინაციის სარგებელი არის ის, რომ გვემართება მაგრამ სიკვდილამდე არ მივდივართ.

ძალიან ბევრი ვაქცინირებული ინფიცირებული გამიტარებია, მაგრამ რაც მინახავს აცრილებში ფილტვის ქსოვილი შედარებით ნაკლებად ზიანდება და გამოჯანმრთელება უფრო მოკლე დროში დგება. სწორედ ეს არის ვაქცინის სასიკეთო ეფექტი“, - აღნიშნა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „პენსიონერები, რომლებიც აიცრებიან, 200-ლარიან დანამატს მიიღებენ“ - პრემიერი

👉 „ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი“ - პრემიერი

👉 მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

👉 იქნება თუ არა საჭირო მწვანე პასპორტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში? - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

👉 სად იმოქმედებს ე.წ მწვანე პასპორტები - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება