მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას“ - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში  პროფესორი, გიორგი ფხაკაძე - Pia.ge
1636952623
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი კვლევის შესახებ წერს.

მისი თქმით, ახალი კვლევების მიხედვით, კორონავირუსი თავის ტვინს აზიანებს. 

„დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას. გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა დაადასტურა რომ დაზიანება არის 20-70% ყველა კოვიდ გადატანილებში. საფრანგეთში, გერმანიაში და ესპანეთში ჩატარებული კვლევა დაადასტურა რომ კოვიდი კლავს თავის ტვინის უჯრედებს.

არა ერთი ათეული კვლევა ჩატარდა და კიდევ მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ კვლევების დასკვნა ერთია, კოვიდის აზიანებს ადამიანის თავის ტვინს. არ დაინფიცირდეთ კოვიდით, კოვიდი აზიანებს თავის ტვინი. აიცერით, რომ დაიცვათ თავის ტვინი. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე რომ არ დააზიანოთ თავის ტვინი. 

გაუფრთხილდით ჩვენს პატარებს, კოვიდი აზიანებს ბავშვების თავის ტვინს. გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, მდგომარეობა უფრო რთულია ვიდრე ეს ადრე ჩანდა. გრძელი კოვიდი კიდევ უფრო ვერაგი და ხანგრძლივი აღმოჩნდა. მოსახლეობის 90% უნდა იქნეს აცრილი და ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში  სხვა პრიორიტეტი ქვეყანაში ახლა არ უნდა იყოს ქვეყანა იღუპება, მომავალი იღუპება, შეიგნეთ. 

უკან დასახევი და ლოდინის დრო არ არის. ჩვენი სამეზობლოდან მხოლოდ თურქეთი არის სწორი მაგალითი და მივბაძოთ მას. არაპროფესიონალიზმი კლავს და აზიანებს თავის ტვინს“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 სინოფარმით და სინოვაკით აცრილ მგზავრებს ნოემბრიდან შეუძლიათ აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა

👉 „აცრილებში ფილტვის ქსოვილი შედარებით ნაკლებად ზიანდება“ - ლევან რატიანი