მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყოველი მე-5 ინფიცირებული ამერიკაში უკვე BF.7-ის მსხვერპლია, ნოემბრის პიკს რომ გადავივლით, BF.7 მოგვისწრებს“ - გიორგი ფხაკაძე კოვიდის ახალ შტამზე

ჯანდაცვის ექსპერტი
1664724130
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა. როგორც ფხაკაძე წერს, BF.7 კარგად ნაცნობი ომიკრონის BA.5-ის „შვილია“.

„კოვიდის ომიკრონის BA.5 „შვილმა“ ამოყო თავი. ბოლო 2 კვირაა, ყოველი მე-5 ინფიცირებული ამერიკაში უკვე BF.7-ის (BA.5.2.1.7 ეს მისი გრძელი სახელია) მსხვერპლია…

ნოემბრის პიკს რომ გადავივლით, სავარაუდოდ, ახალი ვარიანტიც მოგვისწრებს BF.7, თან სეზონური გრიპის თანხლებით.

რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ:

❗ საკმაოდ სწრაფად ვრცელდება

❗ სავარაუდოდ, ზოგიერთი კოვიდ წამალი ვეღარ იმუშავებს ამ ვარიანტით დაინფიცირებულ პაციენტებზე.

❗ ჯერჯერობით არსებული ახალი (ომიკრონის) ვაქცინის ეფექტურობა კარგია, მაგრამ საქართველოში ეს ვაქცინა მაინც არ არის და არც იქნება, სავარაუდოდ.

რა უნდა ქნათ:

❗ აიცერით გრიპის ვაქცინით

❗ აიცერით ახალი კოვიდის ომიკრონის ვაქცინით

❗ გამოიყენეთ „ფხაკაძის“ პირბადე“, - წერს ფხაკაძე.