მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პიკურ სიტუაციაში ვართ, თუმცა საწოლფონდის თითქმის 40% თავისუფალია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი
1643703277
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ ეთერში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. 

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი მოსალოდნელი იყო და შეიძლება, რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. 

„ვიცოდით წინასწარ რომ შემთხვევები 60-70 ათასზე შეიძლება ასულიყო. ჩვენ უკვე პიკურ სიტუაციაში ვართ. პანიკურ სიტუაციაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმია რამდენია მძიმე პაციენტი და რამდენი საწოლი გვაქვს დარჩენილი კლინიკაში. მარტივად გაციებული ადამიანებით პანიკას ვერ დავთესავთ საზოგადოებაში. მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რომ საწოლფონდის თითქმის 40% თავისუფალია და ქვეყანას ამ პაციენტების მართვა შეუძლია.

სხვა ქვეყნების მაგალითზე ვნახეთ, რომ მართვის მეტი მოდელი არ არსებობს. მოსახლეობას კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლზე რისკები გაზრდილია. აუცილებელია პირბადის ტარება და ბუსტერ დოზის გაკეთება. რაც უფრო მეტი შემთხვევა იქნება, უფრო მეტად გაიზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი. დაწესებული ღონისძიების აღსრულების კონტროლი უნდა გამკაცრდეს. „ომიკრონსაც“ ექნება პოსტკოვიდი, თუმცა ნაკლებად“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე

🔘 საიდან გაჩნდა ომიკრონი? სამი ძირითადი თეორია

🔘 „თებერვლის მეორე ნახევრიდან, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“ - ივანე ჩხაიძე

🔘 „ივერმექტინი“ ეფექტიანია „ომიკრონ“ ვარიანტის სამკურნალოდ - იაპონიის ფარმაცევტული კომპანია

🔘 „სტელს-ომიკრონი“ შეიძლება, 1.5-ჯერ უფრო გადამდები იყოს“ - დანიის ჯანდაცვის ოფიციალური პირები

🔘 „ჩავარდნილი ვაქცინაცია საქართველოში არის მიზეზი 14 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების“ - ვახტანგ კალოიანი