მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკმა გადაიარა, ახლა უმრავლეს შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1657607783
COVID-19

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებზე საუბრობს.

მისი თქმით, რესპირაციული ვირუსების პიკმა გადაიარა და უმრავლეს შემთხვევაში საქმე ეხება კოვიდით ინფიცირებას.

„რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკმა გადაიარა და ახლა ალბათ აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი. ძალიან მოიმატა შემთხვევების რაოდენობამ. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ არ არსებობს არცერთი სხვა შესაძლებლობა კორონავირუსისგან თავის დასაცავად, გარდა ვაქცინაციისა“, - განაცხადა ჩხაიძემ.