მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.640.2 აღმოაჩინეს, რომელსაც 46 მუტაცია აქვს

საფრანგეთში ახალი ვარიანტი
1641278438
COVID-19

სამხრეთ საფრანგეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს.

მეცნიერები შეშფოთებულნი არიან ახალი Covid 19-ის ვარიანტის გაჩენით. მათი ცნობით, ახალ ვარიანტს 46 მუტაცია აქვს. 

ახალი ვარიანტი კამერუნიდან დაბრუნებულ პირს აღმოუჩინეს. 

არსებული ინფორმაციით, ახალი შტამით სამხრეთ საფრანგეთში 12 ადამიანი დაინფიცირდა. კორონავირუსის ახალ ვარიანტს ექსპერტებმა  B.1.640.2. უწოდეს. ახალი ვარიანტი პირველებმა მარსელის IHU Mediterranee Infection-ის ექსპერტებმა დაადგინეს.

„აღმოჩენილია მრავალი ახალი ვარიანტი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უფრო საშიში იქნებიან, ვიდრე დელტა ან ალფა. მისი გამრავლების უნარი თავდაპირველ ვირუსთან მიმართებით არსებული მუტაციების რაოდენობის გამო კორონავირუსის ახალ ვარიანტს უფრო ცნობილს და საშიშს ხდის“, - აცხადებენ სპეციალისტები.