მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა უმნიშვნელოვანესია, გვინდა თუ არა, რუსეთთან ვართ დაკავშირებული - რომან ბოკერია

ბიზნესმენი რომან ბოკერია

საქართველოსა და მოსკოვის „ბიზნესბროკერიჯის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია „ბიემჯისთან“ საუბარში საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისების განხორციელება  ეკონომიკურად უმნიშვნელოვანესი წყაროა. 

ბოკერიას თქმით, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულება ქართული ეკონომიკისთვის გადამჭრელად მნიშვნელოვანია. 

ამასთან, რომან ბოკერიას  მიაჩნია, რომ გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, გვინდა ეს თუ არა, რუსეთთან ვართ დაკავშირებული. 

„რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა, ჩვენი ეკონომიკისთვის გადამჭრელად მნიშვნელოვანია. პირდაპირი ავიარეისები საქართველო-რუსეთს შორის, ეს არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქართველი თანამემამულეებისთვის მნიშვნელოვანი, რომლებიც სხვადასხვა გათვლებით არის 1 მილიონი და საქართველო-რუსეთს შორის ბრუნავს. ეს არის ის ხალხი, რომელიც აფხაზეთის ომის შემდგომ რუსეთში გადასახლდა, მათი ცოლები, შვილები, ნათესავები, სხვადასხვა იმპორტი, ექსპორტი... გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთთან ვართ დაკავშირებული.

არ ვსაუბრობ ამას როგორც პოლიტიკურ საკითხს, ვსაუბრობ როგორც ეკონომიკურ საკითხზე და როგორც ბიზნესმენი მე ვაფასებ რომ ჩვენი ეკონომიკის წარმატებისათვის, წინსვლისათვის, ჩვენი ქართველი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის და კომფორტული მგზავრობისთვის პირდაპირი ავიარეისები, არა როგორც პოლიტიკურ ერთეულთან, არამედ როგორც ბაზართან არის მნიშვნელოვანი. 

სხვადასხვა გათვლებით მაშინ როცა 2019 წელს შეწყდა პირდაპირი ავიარეისები საქართველო-რუსეთს შორის საქართველოს ეკონომიკამ განიცადა 2.5 მილიარდიდან 8 მილიარდამდე ზარალი. ეს იყო ზარალი ავიამიმოსვლებიდან, ტურიზმიდან, საშუალო ბიზნესიდან, როგორიც არის სასტუმროებიდან, რესტორნებიდან...

შეხედეთ გეოგრაფიულ რუკას, გინდა, არ გინდა შენი გეოპოლიტიკური პარტნიორია, გეოგრაფიას ვერსად წაიღებ, 17 მილიონი კვადრატულ მეტრზე განლაგებული არის უზარმაზარი რესურსები, სიმდიდრეები, ნედლეული... ამისგან უარის თქმა, დაუშვათ იმიტომ რომ დღეს პოლიტიკური დაძაბულობაა, არ შეიძლება. 

იმიტომ რომ ეკონომიკას თავისი ცხოვრების სტილი აქვს, ბიზნესს თავისი ცხოვრების სტილი აქვს. კი შეიძლება პოლიტიკურად რაღაც არასწორი იყოს, მაგრამ ეკონომიკურად ეს არის უმნიშვნელოვანესი წყარო“, - აცხადებს რომან ბოკერია. 

18 იანვარს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედია გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა მალე მოხდება. 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენში ხალხთა შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. მითხრეს, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, რომ პირდაპირ ფრენებს მალე განვაახლებთ“, - განაცხადა ლავროვმა.

ამავე თემაზე: 

✔️  ლავროვი: იმედი მაქვს, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს მალე განვაახლებთ