მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

24 თებერვლის შემდეგ ხერსონში დაბადებული ბავშვები რუსეთის მოქალაქეობას ავტომატურად მიიღებენ - კირილ სტრემუსოვი

კირილ სტრემუსოვი

ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის კირილ სტრემუსოვის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ ხერსონის რეგიონში დაბადებული ბავშვები, ისევე როგორც ობლები, ავტომატურად მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას.

„ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე 24 თებერვლის შემდეგ დაბადებული ბავშვები ავტომატურად მიიღებენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას. გარდა ამისა, ობლები, ასევე, დარეგისტრირდებიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებად“, - აღნიშნა მან.

ერთი დღით ადრე სტრემუსოვმა განაცხადა, რომ რეგიონში რუსულ პასპორტებზე დიდი მოთხოვნა იყო. მისი თქმით, რეგისტრაციაზე 10 000-ზე მეტი განაცხადია შესული.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 მდინარე სევერსკი დონეცის ყველა მთავარი ხიდი, რომელიც სევეროდონეცკს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან აკავშირებს, სავარაუდოდ, განადგურდა - ბრიტანული დაზვერვა

👉 მტერი ამზადებს შეტევას ერთ-ერთი მიმართულებით - გენერალური შტაბი