მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდზე შეზღუდვები დააწესა

ენგურის ხიდი

სოხუმის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ენგურის ხიდზე შეზღუდვები დააწესეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ე.წ. მესაზღვრეები გალის რაიონიდან ზუგდიდში მოსახლეობას არ ატარებენ. გალის რაიონის მოსახლეობა ამბობს, რომ შეზღუდვების მიზეზი და მათი მოქმედების ვადა უცნობია.

„ოფიციალურად არაფერს გვეუბნებიან. სავარაუდოდ, მოძრაობა 10 აპრილამდე იქნება დახურული. მას თბილისში 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ. აფხაზებს არეულობის ეშინიათ“, - ამბობენ გალის რაიონში მცხოვრები პირები.

სოხუმის დე ფაქტო რეჟიმს ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.