მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავსტრალია უკრაინას 30-ზე მეტ ჯავშანტრანსპორტიორს უგზავნის - ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი

ჯავშანტრანსპორტიორი

ავსტრალიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში დამატებით 20 Bushmaster-ის ჯავშანმანქანა და 14 M113 ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნოს. ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა პიტერ დატონმა განაცხადა.

„ეს დამატებითი დახმარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, უკრაინის მთავრობამ უპასუხოს რუსეთის სასტიკ, დაუნდობელ და უკანონო შეჭრას“, - განაცხადა დატონმა.

ჯავშანტრანსპორტიორების ჯამური ღირებულება 60,9 მილიონი დოლარია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავსტრალიის მთავრობა გააგრძელებს შემდგომი სამხედრო დახმარების გაწევას, რათა სწრაფად უზრუნველყონ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო შესაძლებლობები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რუსეთი არც ისე სუსტია, ვინც ამბობს, რომ ომი მაისში დასრულდება, არასერიოზულია“ - ოლექსი დანილოვი

👉 „ჩვენ არ გვჭირდება სუროგატები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“ - დმიტრო კულება

👉 „მეკითხებიან, რატომ არ ვწერ ხშირად ჩემს მშობლიურ საქართველოზე, არ მინდა ცუდზე დავწერო და არცერთი კარგი ამბავი არ ყოფილა ბოლო წლებში“ - თინა კანდელაკი

👉 „ბოლო 24 საათში „აზოვსტალიდან“ 771 ბოევიკი ჩაბარდა, სულ - 1730 ბოევიკი“ - იგორ კონაშენკოვი

👉 რუსეთი აწარმოებს ამ ომს კიდევ ერთი იარაღით - შიმშილით - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი