მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ბადრა გუნბამ ჯარში გაწვევის „ბრძანებულებას“ ხელი მოაწერა

სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ბადრა გუნბა

სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა ე.წ. შეიარაღებულ ძალებში 2025 წლის ოქტომბერ-დეკემბრის გაწვევის „ბრძანებულებას“. ამის შესახებ Apsadgl.info იუწყება.

პარალელურად სამხედრო სამსახურიდან იმ პირთა გათავისუფლება მოხდება, რომლებიც გაწვევით ჯარში მსახურობდნენ.

1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებულ ძალებში 18-27 წლის ახალგაზრდების გაწვევა იგეგმება, რომლებიც ამჟამად თადარიგში იმყოფებიან.

გუნბამ დაავალა ე.წ. მინისტრთა კაბინეტს, ასევე რაიონების დე ფაქტო ადმინისტრაციებს, რომ ჯარში გაწვევის და ჯარიდან თადარიგში გადაყვანის ღონისძიებების გატარებას ხელი შეუწყონ.