მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ბელორუსში საზღვრების დასაცავად 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება - ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო

ბელორუსის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ 

ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 9 000 რუსი ჯარისკაცი განლაგდება ბელორუსიაში მისი საზღვრების დასაცავად, როგორც ძალების „რეგიონული დაჯგუფების“ ნაწილი.

თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერი რევენკომ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსი ჯარისკაცების პირველი ნაკადი უკვე ჩადის ქვეყანაში. მისი თქმით, მათ გადაადგილებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

მანამდე, ბელორუსიის არაღიარებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ჯარები რუსულ ძალებთან ერთად განლაგდებიან უკრაინის საზღვართან, უკრაინიდან და დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „აშშ არ მოითმენს რუსეთის ბირთვულ თავდასხმებს რაიმე ფორმით“ - ჯეიკ სალივანი

👉 უკრაინამ იგორ გირკინის დაკავებისთვის 100 000$-იანი ჯილდო დააწესა - უკრაინის დაზვერვა

👉 „დროა, უკრაინამ სამხედრო დახმარება მიიღოს“ - ისრაელის დიასპორის მინისტრი

👉 გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მოსკოვში ჩავიდა - რუსული მედია

👉 ირანი ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის კამიკაძე დრონები არ მიუწოდებია - CNN