მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთმა რუსული გემების მის პორტებში შესვლა აკრძალა

რუსული გემი

დიდი ბრიტანეთი ხურავს თავის საზღვაო პორტებს რუსული გემებისთვის. ამის შესახებ Twitter-ზე დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შეპსმა დაწერა. 

„საზღვაო სექტორი ფუნდამენტურია საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი როლი რუსეთის ეკონომიკურ შეზღუდვაში. ასეთ ვითარებაში ტრანსპორტის დეპარტამენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რუსული გემების გაერთიანებული სამეფოს პორტებში შესვლა აიკრძალოს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამიერიდან, გაერთიანებული სამეფოს პორტებზე წვდომა არ მიენიჭება არცერთ გემს, რომელიც რუსული დროშის ქვეშ ცურავს, აკონტროლებს ან დაქირავებულია რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის მიერ.

„ჩვენ ვეცდებით, მხარი დავუჭიროთ გაერთიანებული სამეფოს პორტებს რუსული გემების იდენტიფიცირებაში ამ პროგრამის ფარგლებში“ - განაცხადა გრანტ შეპსმა.

ამავე თემაზე:

👉 არსებობს მტკიცებულება, რომ პუტინი ურალის ბუნკერში იმალება - უკრაინის შს სამინისტრო

👉 ფიფამ და უეფამ რუსეთის კლუბებსა და ეროვნულ გუნდებს ყველა ტურნირზე თამაშის უფლება შეუჩერეს

👉 352 გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 ბავშვი - უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი ინფორმაცია

👉 კუპიანსკის მერი ქალაქის რუსებისთვის გადაცემის ბრალდებით დააკავეს

👉 ხარკოვის ოლქის მერი ღალატისთვის დააკავეს