მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა შესაძლოა, წინააღმდეგობა არ გაუწიოს უკრაინული ძალების შეტევას ლუგანსკის რეგიონში

ომი უკრაინაში

„ამჟამად გაურკვეველია, ჰყავს თუ არა რუსეთს საკმარისი ძალები ფრონტის ხაზზე, რათა დაუპირისპირდეს უკრაინის შესაძლო შეტევას, რომელიც მიზნად ისახავს ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაციას“, - აღნიშნულის შესახებ ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაშია ნათქვამი. 

ბრიტანულ დაზვერვაში აცხადებენ, რომ უკრაინის ძალების ჩრდილო-აღმოსავლეთში შეტევის შედეგად, რუსეთის ჯარებმა შექმნეს თავდაცვითი ხაზი მდინარე ოსკილსა და ქალაქ სვატოვეს შორის ლუგანსკის რეგიონში.

„რუსეთი, სავარაუდოდ, მიიჩნევს, რომ კონტროლის შენარჩუნება ამ ზონაზე მნიშვნელოვანია, რადგან ის გადის ერთ-ერთ ძირითად მიწოდების მარშრუტზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ აკონტროლებს ბელგოროდის ოლქიდან“, - ნათქვამია მოხსენებაში. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ტაჯიკური მხარე ყირგიზეთის ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ცდილობს - ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტი

👉 საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია - არძინბა