მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩეჩნეთიდან „ვაგნერის ჯგუფში“ პატიმრების რეკრუტირება დაიწყეს“ - უკრაინის დაზვერვა

ევგენი პრიგოჟინი, რამზან კადიროვი

„ვაგნერის ჯგუფმა“ დაიწყო ჩეჩნეთიდან პოლიტპატიმრების რეკრუტირება უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს.

„რუსულმა „ვაგნერის ჯგუფმა“ დაიწყო პატიმრების რეკრუტირება ჩეჩნეთის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რომელთა უმეტესობა გაასამართლეს პოლიტიკური მიზეზების გამო“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ჯგუფის რიგებში 50-ზე მეტი პატიმარი იქნა გადაყვანილი სოფელ ჩერნოკოზოვოს მე-2 კოლონიიდან და ქალაქ არგუნის მე-3 კოლონიიდან.

როგორც უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, „მათი უმეტესობა შეთითხნილ საქმეებზეა ნასამართლევი“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ზურაბიშვილის ადგილზე, მე მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადავუვადებდი“ - გიორგი მარგველაშვილი

👉 რუსეთი იძულებული გახდა, შორს მოქმედი ავიაცია ენგელსიდან შორეულ აღმოსავლეთში გადაიყვანოს, ეს კი გაართულებს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებს - ბრიტანული დაზვერვა

👉 ბაიდენმა და ევროპის ლიდერებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს სააკაშვილი - მაიკლ მაკფოლი

👉 რუსეთი ადგენს მარშრუტს ირანთან იარაღის უწყვეტი მიწოდებისთვის - ISW

👉 „ბახმუტის 60%-ზე მეტი განადგურდა“ - პაველ კირილენკო