რუსი ოკუპანტები სამ რეგიონში წინ მიიწევენ, კერძოდ, დონეცკის ოლქის ერთი სოფელი დაიკავეს, - იუწყებიან Deep State-ის ანალიტიკოსები.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოწინააღმდეგემ დონეცკის ოლქის სოფელი პოლტავკა დაიკავა.
Deep State-მა, ასევე, განაცხადა, რომ ოკუპანტი აგრძელებს ზეწოლას სერებრიანკადან ვიიმკამდე ტერიტორიაზე, მთელი სივერსკის და თავად ქალაქის ოკუპაციის მიზნით.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი ნაცრისფერი ზონა ჩამოყალიბდა, რაც საბრძოლო მოქმედებების ხასიათზე მეტყველებს.
როგორც ანალიტიკოსები წერენ, მოწინააღმდეგე ახერხებს უკრაინელი მებრძოლების პოზიციებზე შეღწევას, რაც გამოწვეულია მთელი თავდაცვის ზონის დასაფარად პერსონალის ნაკლებობის პრობლემით. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსები ვერ ახერხებენ ამ ტერიტორიაზე პოზიციის დამკვიდრებას და ძალების დაგროვებას შემდგომი წინსვლისთვის, რაც განპირობებულია უკრაინული დრონებით, რომლებიც აგრესორის ქვეითებზე ნადირობენ.