მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდი დანაკარგების გამო რუსეთის ჯარში დნესტრისპირეთის მაცხოვრებლები აიყვანეს - ბრიტანეთის დაზვერვა

სამხედროები

მზარდ დანაკარგებთან დაკავშირებით რუსული არმია ახალი ჯარისკაცების გადაბირებას ცდილობს. ისინი, ასევე, იწვევენ დნესტრისპირეთის მცხოვრებლებს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს.

როგორც ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რუსეთის შეიარაღებული ძალები 2012 წლიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული პერსონალის რაოდენობის შევსებას ცდილობს.

„საბრძოლო ძალაუფლების გაზრდის მცდელობები, ასევე, მოიცავს მოლდოვის დნესტრისპირეთის არაღიარებული რეგიონიდან რეკრუტირების მცდელობებს“, - ვკითხულობთ ტვიტში.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ალექსანდროვკას აღების მცდელობისას რუსეთმა დაკარგა ასამდე სამხედრო და უამრავი აღჭურვილობა - უკრაინის გენშტაბი

🔴 კიევში ბორის ჯონსონი ჩავიდა

🔴 მტერი ოდესის სანაპიროს ბლოკავს - სერგეი ბრაჩუკი