მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენგელსში მომხდარი აფეთქებები ადასტურებს რუსული საჰაერო თავდაცვის არაეფექტურობას და ამძაფრებს კრემლის კრიტიკას - ISW

აფეთქება

რუსეთის ფედერაციის რაიონებში სამხედრო ობიექტებზე აფეთქებები მეტყველებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის არაეფექტურობაზე და აძლიერებს კრიტიკას იმის თაობაზე, რომ კრემლი ვერ იცავს საკუთარ ტერიტორიას, - ამის შესახებ RBC-Ukraine ომის კვლევის ინსტიტუტზე (ISW) დაყრდნობით იუწყება.

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 29 დეკემბერს ენგელსის საავიაციო ბაზაზე მომხდარი აფეთქებები მეორე ინციდენტი იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში.

„სულ უფრო აშკარა ხდება, თუ როგორ არ შეუძლია რუსეთს დაუპირისპირდეს საჰაერო საფრთხეებს [მისი ტერიტორიის] სიღრმეში“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამხედრო ობიექტზე განმეორებითი აფეთქებები გაზრდის კრემლის კრიტიკას ომის მომხრე საზოგადოების მხრიდან.

მოხსენებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ზოგიერთმა მედია ბლოგერმა უკვე  დააყენა ეჭვქვეშ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშები. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა კრემენაიაში და ოკუპანტების როტაცია სამხრეთში - საბრძოლო რუკა

✔️ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვლადიმერ პუტინის ფიზიკურად განადგურება შეუძლია - უკრაინის ყოფილი ელჩი გაეროში

✔️ რუსეთის ფედერაციამ ბახმუტში ძალა ამოწურა, ოკუპანტი ლუგანსკის რეგიონში შეტევისთვის და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის ემზადება - ISW

✔️ დროა კრემლის სპიკერები საინფორმაციო ბოდვის მდგომარეობიდან გამოვიდნენ, არანაირი „სამშვიდობო გეგმა“ არ განხორციელდება - დანილოვი

✔️ „ილუზია“ - სერგეი ლავროვი ოკუპირებული ყირიმიდან და დონბასიდან საოკუპაციო ძალების გაყვანაზე