მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართება

პედაგოგების კონფერენცია

ცხინვალში რუსისტების პედაგოგიური კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

კონფერენცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართება. ამის შესახებ მედიას ცხინვალის რუსული სახლის ხელმძღვანელმა სერგეი კომისაროვმა აცნობა.

მისი თქმით, ღონისძიება მასწავლებლის დღეს ეძღვნება და მასში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სკოლების, პროფესიონალური სასწავლებლების და უმაღლესი სასწავლებლის რუსული ენის და ლიტერატურის პედაგოგები მიიღებენ მონაწილეობას.

„განისაზღვრება რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების წინაშე არსებული პრობლემები და მათი ერთობლივი ძალისხმევით მათი გადაჭრის გზები“, - განაცხადა კომისაროვმა.

კონფერენციის ორგანიზატორია ცხინვალის „რუსული სახლი“, ე.წ. განათლების სამინისტროს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტი.