მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში სპეცრაზმელების წვრთნები გაიმართა

წვრთნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „თავდაცვის სამინისტროს“ სპეციალური დანიშნულების ძალებმა წვრთნები ჩაატარეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ზელიმ მულდაროვის სახელობის სპეცდანიშნულების ბატალიონმა საცეცხლე მომზადების წვრთნები ჩაატარა. წვრთნებში როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი შედიოდა.

წვრთნები სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გაიმართა.