მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარკვეული შედეგები მიღწეულია, ბევრი დასახლება პრონაცისტური უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან გათავისუფლდა - დმიტრი პესკოვი

კრემლის ხელმძღვანელის პრესმდივან

„რუსეთის შეიარაღებული ძალების „სამხედრო ოპერაციები“ უკრაინაში გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა დაგეგმილი მიზანი არ იქნება მიღწეული“, - ამის შესახებ კრემლის ხელმძღვანელის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის“ მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ჯარები ამისთვის ყველა საჭირო ზომას იღებენ.

„გარკვეული შედეგები მიღწეულია. ბევრი დასახლება გათავისუფლდა პრონაცისტურად მოაზროვნე უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან და ადამიანებს მიეცათ მშვიდობიანი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა“, - განაცხადა პესკოვმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთის ჯარებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს - სამხედრო ექსპერტები

👉 რუსული გემები სამოქალაქო გემების უკან იმალებიან და უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების განადგურებას აგრძელებენ

👉 უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს და არ აპირებს რუსეთში ობიექტებზე თავდასხმას - პოდოლიაკი

👉 უკრაინელებმა უკრაინის სამხრეთით 24 ოკუპანტი, მტრის ტანკი და ჰაუბიცები გაანადგურეს

👉 ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, დაიღუპა 1 და დაიჭრა 6 მშვიდობიანი მოქალაქე - უკრაინული მხარე