მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების სიიდან ყველა მძიმე იარაღის გაგზავნა გამორიცხა - Bild

სამხედრო დახმარება

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური კიევის მიერ გაგზავნილი სიიდან ყველა მძიმე იარაღი მიწოდება გამორიცხა მაშინ, როცა ქვეყნის შეიარაღებას, რეალურად აქვს შესაძლებლობა მოკლე და საშუალოვადიან პერიოდებში, უკრაინას საჭირო აღჭურვილობა მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ზე დაყრდნობით European Pravda იუწყება.

უკრაინის მიერ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად, იარაღის მიწოდების თხოვნით გაგზავნილი სია არაერთ ისეთ მძიმე იარაღს მოიცავდა, როგორიცაა: „ლეოპარდის“ ტანკები, „პუმას“ და „მარდერის“ ჯავშანტრანსპორტიორები, ისევე როგორც „ბოქსერისა“ და „ფუჩის“ ჯავშანტრანსპორტიორები.

გარდა ამისა, უკრაინამ მრავალი სარაკეტო გამშვებისა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების, ასევე Milan და Spike ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ, გერმანიის ფედერალურ მთავრობასა და მის ინდუსტრიას შეატყობინა.

ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში, უკრაინის მიერ მოთხოვნილი თითქმის ყველა იარაღი, მათ შორის თანამედროვე Leopard 2 ტანკები, უკრაინისთვის გასაგზავნი იარაღების მიწოდების სიაში შეტანილი იყო. გამოცემის თანახმად, ამის შემდეგ, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ოფისის დაჟინებული მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტრომ სიის შემცირება დაიწყო, რის შედეგადაც, სამხედრო ინდუსტრიიდან უკრაინაში იარაღის შესაძლო ექსპორტის სია 48-დან 24 გვერდამდე შემცირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაქრა ყველა მძიმე იარაღი, რომლის გადაცემაც ინდუსტრიას უკრაინისთვის სურდა. საბოლოოდ კი, 15 თავდაპირველი მოთხოვნიდან, სიაში მხოლოდ სამი დარჩა, რომელთაგან ზოგიერთი თავდაპირველი მოთხოვნის ალტერნატივა იყო.

უკრაინისთვის ყველა სასურველი გერმანული იარაღის ჯამური ღირებულება, მხოლოდ 307 მილიონი ევროა მაშინ, როცა გერმანიის მთავრობამ მანამდე, უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა.

უკრაინისთვის გერმანიის იარაღის ექსპორტის სია: მანქანებს, პერსონალურ აღჭურვილობას, სენსორებს და სადაზვერვო აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას, ლოგისტიკას, იარაღს, მცირე იარაღსა და „საველე აღჭურვილობას“ მოიცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, შემცირებული სიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გერმანულ მხარეს კიდევ ორი ​​მოთხოვნა გაუგზავნა: 9 აპრილს ოფიციალურმა კიევმა Leopard-2 ტანკები და თვითმავალი ჰაუბიცები, ხოლო 16 აპრილს კი, IRIS-T საზენიტო სარაკეტო სისტემები ბერლინიდან გამოითხოვა.

გამოცემის ცნობით, გერმანიის მთავრობამ ეს წერილები უგულებელყო.

19 აპრილს კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია სხვა ისეთი ქვეყნების მსგავსად, როგორიცაა აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, უკრაინას მძიმე იარაღს არ მიაწვდიდა. მაშინ, როცა რეალურად, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც ავსტრალია და ნიდერლანდები რუსეთის ომის წინააღმდეგ საბრძოლველად, უკრაინაში მძიმე იარაღს აგზავნიან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉ახლა უკრაინაში დაახლოებით 90 000 რუსი სამხედრო იმყოფება - არესტოვიჩი

👉რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 208 ბავშვი მოკლეს