მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიის ნებართვა „ლეოპარდის“ გადაცემაზე მეორეხარისხოვანია, კიევს ტანკებს მაინც მივაწვდით - მატეუშ მორავეცკი

 პოლონეთის პრემიერი

პოლონეთი მიმართავს გერმანიას უკრაინაში „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გაგზავნის ნებართვისთვის, მაგრამ მაშინაც კი, თუ ასეთი თანხმობა არ იქნება, მძიმე საბრძოლო ტექნიკას მაინც გადასცემს, ამას კი ქვეყნების კოალიციიდან გააკეთებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბერლინში თანხმობის გაგზავნის ოფიციალური მოთხოვნა „მეორეხარისხოვანი“ საკითხია. მან დასძინა, რომ ამ საკითხზე გერმანიის შეთანხმების „იმედის ნაპერწკალი“ იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადება.

„ზეწოლას აქვს აზრი. ჩვენი ძალისხმევა, ავაშენოთ სახელმწიფოთა კოალიცია, რომლებსაც სურთ, დახმარება გაუწიონ უკრაინაში ამ დრამატულ ბრძოლას, ეფექტურია. მათ ჰყავთ 350-ზე მეტი აქტიური „ლეოპარდი“ და დაახლოებით 200 საცავში. მათ ნამდვილად შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას, რომელიც დღეს იბრძვის. ეს ბრძოლა ასევე ნიშნავს ბრძოლას უსაფრთხოებისთვის, ევროპაში მშვიდობისთვის“, - დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 🎥 „დადიან ადამიანები და მაყენებენ შეურაცხყოფას მთავრობის დავალებით, მე ამაზე არ ვღელავ“ - ლევან ბერძენიშვილი

👉 „არ მგონია, ჩვენ რაღაც უგემური და უხარისხო მოგვქონდეს, ჭამს იმას, რაც შეუძლია“ - გიული ალასანია ნინო ნადირაძეს პასუხობს

👉 რუსეთში, ვალდაიში უკვე დამონტაჟდა საჰაერო თავდაცვა - ის დაიცავს პუტინის რეზიდენციას უკრაინის შესაძლო თავდასხმისგან - მედია

👉 „ყველა ჩვენს 155 მმ-იან ჰაუბიცას უკრაინას გადავცემთ“ - ესტონეთის ელჩი

👉 „ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ - ჯაფარიძემ, ვაშაძემ და ხოშტარიამ 24 თებერვალს აქციას დააანონსეს

👉 „გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას“ - დავით არახამია კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე