მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ შეტევას ირანული წარმოების დრონებით“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს უკრაინაზე თავდასხმების ხანგრძლივ კამპანიას ირანული წარმოების „შაჰედის“ დრონებით.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი „შაჰედებით“ ხანგრძლივ შეტევას გეგმავს. მისი ფსონი შეიძლება იყოს გამოფიტვაზე - ჩვენი ხალხის, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გამოფიტვაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს რუსეთის გეგმების ჩავარდნა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინის თავზე 80-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.

„ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს უახლოეს მომავალში. რადგან ამ კვირებში ღამეები შეიძლება საკმაოდ მოუსვენარი იყოს. ახლა ის დროა, როდესაც ცის დაცვაში ჩართული ყველა ადამიანი განსაკუთრებით ყურადღებიანი უნდა იყოს“, - დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 გივი თარგამაძე: გვერდზე წამოგორებული ქვეყნის პატრიარქის საძაგლობის მიღმა დარჩენილი ნორმალურების სახელით, ამ სანიმუშო ქართველ ცოლ-ქმარს გაუმარჯოს

👉 ოკუპირებულ მაკეევკაში რუსეთის ბაზაზე უკრაინის დარტყმა ძირს უთხრის პუტინის ავტორიტეტს - ISW

👉 „ირანი არ არის უკრაინის კონფლიქტის ნაწილი, უკრაინამ უნდა შეწყვიტოს უსაფუძვლო და ყალბი ბრალდებები“ - თეირანი

👉 „იაპონია აქტიურად შეუერთდა დასავლეთის რუსოფობიურ კამპანიას... ღიად არამეგობრულ პოზიციებს იკავებს“ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო