ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენის დედაქალაქი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL ავრცელებს.
საპასუხო დარტყმა „ჰუსიტების“ მიერ პარასკევს, 22 აგვისტოს კასეტური ბომბის ქობინით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტის გასროლას მოჰყვა.
როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ტიპის ჭურვი იემენმა პირველად გამოიყენა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამტკიცებენ, რომ „ჰუსიტები“ ირანიდან მარაგდებიან.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, 401-ე ჯავშანტექნიკის ბრიგადის ჯარები, ბოლო დღეებში, ღაზას ჩრდილოეთით, ჯაბალიაში დაბრუნდნენ. ოპერაცია არმიის კონტროლის გაძლიერებისკენ მიმართული შეტევის ნაწილია.
სამხედროების განცხადებით, 162-ე დივიზიის ხელმძღვანელობით, ძალები ამ ტერიტორიაზე „ჰამასის“ შესაძლებლობების განადგურებაზე მუშაობენ, მათ შორის, გვირაბების დაზიანებაზე.
პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი ისრაელის საჰაერო ძალების მიერ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმას თელ-ავივის სამხედრო შტაბ-ბინაში არსებული ისრაელის საჰაერო ძალების სამეთაურო ცენტრიდან აკვირდებოდნენ.
ფოტო კაცის ოფისის სამეთაურო ცენტრმა გამოაქვეყნა.
ცნობების თანახმად, სანაში დარტყმების სამიზნე პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტი, საწვავის საწყობი და ორი ელექტროსადგური იყო.