ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის ეიალ ზამირის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სამშვიდობო გეგმა ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ომის მიზნების მიღწევასთან აახლოებთ.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სამხედრო მოქმედებების წარმატება და პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობა“, – განაცხადა ზამირმა ქალაქ ღაზაში ვიზიტისას.
შეგახსენებთ, 29 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას, ღაზას სამშვიდობო გეგმა წარადგინა.