მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯონსონი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად ახალ ალიანსს სთავაზობს - მედია

ჯონსონი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად ახალ ალიანსს სთავაზობს

„ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი აპირებს შექმნას ალიანსი ევროკავშირის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ უკრაინული მედია Corriere della sera-ს იტალიურ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ჯონსონის ინიციატივაა, შეიქმნას პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ალიანსების ახალი სისტემა, რომელიც გააერთიანებს ქვეყნებს, რომლებიც არ ენდობიან ბრიუსელს და ცალკე გერმანიის პოზიციას რუსეთის აგრესიის მიმართ.

გაზეთი წერს, რომ ჯონსონმა თავისი იდეა ზელენსკის კიევში 9 აპრილს წარუდგინა. ამ ალიანსში ბრიტანეთს სურს შევიდეს უკრაინა, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა და, შესაძლოა, შემდგომ ეტაპზე თურქეთი.

უკრაინის ხელისუფლებას, თავის მხრივ, ჯერ არ დაუფიქსირებია კონკრეტული პოზიცია ლონდონის ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა არც უარყვეს.

ახლა ზელენსკი ელოდება 23 ივნისს ევროპის სამიტს, როდესაც გადაწყდება უკრაინის ევროკავშირში კანდიდატურის ბედი.

ჟურნალისტები წერენ, რომ თუ პასუხი უარყოფითი იქნება, უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა, ჯონსონის ალტერნატივას სერიოზულად მოეკიდოს.

თუმცა, გამოცემა ვარაუდობს, რომ ჭორები ბრიტანეთის ალიანსის შესახებ მიზანმიმართულად ვრცელდება დასავლელ პოლიტიკოსებზე ზეწოლის მიზნით. მედია, ასევე, ეჭვობს თავად ამ ალიანსის სიცოცხლის უნარიანობაში, რადგან ბრიტანეთს არ აქვს შესაძლებლობა ფინანსურად მხარი დაუჭიროს უკრაინას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ოკუპანტმა რაკეტები ესროლა დნეპროპეტროვსკის რეგიონს - მაშველები ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ

✔️ რუსული ჯარები ცდილობენ შეინარჩუნონ კონტროლი ხერსონის ოლქზე

✔️ „შეაჩერე ტანჯვა და ნგრევა უკრაინაში! გაიყვანეთ ჯარები!“ შტაინმაიერმა პუტინს მიმართა

✔️ უკრაინას დასავლელი მოკავშირეებისგან საბჭოთა თვითმფრინავი სუ-25 გადაეცა

✔️ რუსეთი 50 წლის წინანდელ ტანკებს იყენებს - ბრიტანეთის დაზვერვა