მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მარიუპოლი 2023 წლის დასაწყისში გათავისუფლდება“ - ქალაქის მერი

მარიუპოლში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მტერი წინ მიიწევს

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ქალაქს 2023 წლის დასაწყისში გაათავისუფლებენ. 

მისი თქმით, ქალაქის ხელისუფლება მარიუპოლის აღდგენის გეგმის შექმნაზე უკვე მუშაობს. 

„1-ელ სექტემბერს ვიწყებთ მუშაობას ჩვენს მეგობრებთან ერთად. საერთაშორისო პარტნიორები ქალაქის აღდგენის გეგმის ფორმირებისთვის 4 მილიონ ევროს გამოყოფენ.

მაშინ, როცა ჩვენი ბიჭები, და ეს იქნება დეკემბერ-იანვარში, მარიუპოლის დებლოკირებასა და გათავისუფლებას შეძლებენ, ჩვენ პირდაპირ ქალაქში წავალთ, ექსპერტებთან ერთად შევაფასებთ ზარალს და მას ეტაპობრივად აღვადგენთ. ჩვენი გეგმის მიხედვით, 10 წლის განმავლობაში ქალაქის ნახევარს ავაშენებთ, რაშიც დაახლოებით 14 მილიარდი ევრო დაიხარჯება“, - განაცხადა მერმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდებას 20%-ით ამცირებს