მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა შეძლოს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ომის მიმდინარეობაზე უახლოეს კვირებში - ბრიტანული დაზვერვა

რუსი სამხედროები

2023 წლის იანვრის დასაწყისიდან რუსეთი ცდილობს განაახლოს ძირითადი შეტევითი ოპერაციები უკრაინაში.  კრემლის მიზანი დონეცკის რეგიონში უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დაპყრობა და ხელში ჩაგდებაა, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება

დაზვერვის ცნობით,  რუსული ჯარები კვირაში მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრით ახერხებენ წინსვლას. 

ბრიტანული დაზვერვა ყოველდღიურ განახლებაში აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა შეძლოს ძალების შეკრება, რათა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ომის შედეგებზე უახლოესი კვირების განმავლობაში.

„რუსეთს ახლა აკლია საბრძოლო მასალები და მანევრირების ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა წარმატებული შეტევისთვის. რუსეთის ლიდერები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ ყოვლისმომცველი წინსვლის მოთხოვნას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს შეუძლია მოაგროვოს ძალები, რომლებიც არსებითად იმოქმედებს ომის შედეგზე უახლოეს კვირებში“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს“ - ოლექსი დანილოვი

👉 მზად არის თუ არა პუტინი რეალურად გაჭიანურებული ომისთვის? - ISW-ს ანალიტიკოსების შეფასება

👉 რუსებმა საომრად პატიმარი ქალების გამოყენება დაიწყეს - უკრაინის გენშტაბი

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან არ იხევენ, ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - ევგენი პრიგოჟინი

👉 ოლაფ შოლცის განცხადებით, პუტინის სიტყვები, რომ „გერმანული ტანკები კვლავ დაემუქრებიან რუსეთს“ აბსურდულია