მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტები იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს და აშვილებენ რუსულ ოჯახებში - ISW

ბავშვის გაშვილება

ოკუპანტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს და აშვილებენ რუსულ ოჯახებში, - ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ახალ ანგარიშშია ნათქვამი. 

კერძოდ, რუსეთის ხელისუფლებამ მარიუპოლიდან 1000-ზე მეტი ბავშვი გადაიყვანა ტიუმენში, ირკუტსკში, კემეროვოსა და ალტაის მხარეში, სადაც ისინი იშვილეს რუსულმა ოჯახებმა. 

„ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 300-ზე მეტი ბავშვი კვლავ ელოდება „ახალი ოჯახების გაცნობას“ და მოქალაქეები, რომლებიც გადაწყვეტენ ამ ბავშვების შვილად აყვანას, სახელმწიფოსგან მიიღებენ ერთჯერად პრემიას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (GUR) იტყობინება, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა ნიჟნი ნოვგოროდში გადაიყვანეს 30 უკრაინელი ბავშვი ოკუპირებული დონეცკის რეგიონიდან. 

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ბავშვების იძულებითი გადაყვანა „ნაციონალური, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით“ არის გენოციდი და დანაშაული. 

მათი თქმით, ბავშვების იძულებითი გადაყვანა გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ კონვენციის დარღვევაა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსები აგრძელებენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სკოლების გახსნის მცდელობებს.

„უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანახმად, რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა აღედგინა 43 საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაობა ოკუპირებულ უკრაინაში რუსი მასწავლებლებით და კოლაბორატორებით. ოკუპანტი ხელისუფლება ემუქრება დაჯარიმებით უკრაინელ მშობლებს, რომლებიც არ გააგზავნიან უკრაინელ ბავშვებს ოკუპანტების სკოლები“, ​​- აღნიშნავენ ანალიტიკოსები. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ყირიმის დემილიტარიზაციისთვის მზად ვართ“ - უკრაინის პრემიერ-მინისტრი

🔴 რუსმა პუბლიცისტმა დაასახელა ორი მოვლენა, რომელიც პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას გამოიწვევს

🔴 „ყირიმის დეოკუპაცია იქნება მკაფიო სიგნალი ყველა დიქტატორისთვის, რომ მათ დამარცხება ელით“ - კულება

🔴 რუსეთის ფედერაცია უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ობიექტებზე დარტყმას უახლოეს მომავალში გეგმავს - Reuters

🔴 რუსეთ-უკრაინის ომი არ არის პუტინის ომი, ეს არის რუსების ომი - პოლონეთის საგარეო მინისტრის მოადგილე