მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები ტარდება

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში 19-21 აგვისტოს სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ასეულის დონეზე სპეციალური ტაქტიკური სამხედრო მანევრები ტარდება.

ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნების დროს საბრძოლო მოქმედებების თანამედროვე მეთოდები გამოიყენება.

„გათვალისწინებულია „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს“, - აცხადებენ სოხუმში.